1412
ხმა

პროექტის განმცხადებელი

ნინო არაბული

ადგილი

სოფ.კორშა დუშეთის რაიონი

პროექტის აღწერა

1500 ლარი

ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი "ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის.

ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის - ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე.  მასწავლებელი მოწვეული იქნება  თბილისიდან, გვაქვს მინანქრის სპეციალური ღუმელი, გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა რომ შევიძინოთ მასალები ბავშვებისთის და დავიწყოთ სასწავლო კურსი.

ხევსურეთი ამჟამად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, იგი მთლიანად იცლება მოსახლეობისგან. ძალიან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. აქ არ არსებობს კულტურის ცენტრი, ალტერნატიული განათლების კერა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიურობით, მათი სწავლებით, ჩართულობით კარგი ღონისძიებების, აქტივობების და რეალური პროექტების განხორციელება. ჩვენი ჯგუფი უკვე მეორე წელია საკუთარი ხარჯებით და მეგობრების თანადგომით ვატარებთ ფესტივალს ხევსურეთში -„არტფესტივალი ჩირდილი“. ვიდეო და ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე. ახლა აუცილებლად გვესაჭიროება და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.

0 კომენტარი

პროექტის ინიციატორია